ჩვენ შესახებ

Realilo - ეს არის საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური წყარო რემონტისა და ინტერიერის დიზაინის თემატიკასთან დაკავშირებით. „ერთი გაჩერების“ ტიპის მაღაზიების მსგავსად, აქ რემონტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საჭირო ინფორმაციისა და ინსპირაციის მიღება შეგეძლებათ. ჩვენ მოგცემთ ყველა აუცილებელ და სასარგებლო რჩევას ინდუსტრიაში არსებულ ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს კონტრაქტორების დაქირავება, ავეჯის განლაგება საცხოვრებელში, თუ თანხის დაზოგვა რემონტის დროს.

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ და დაათვალიეროთ ჩვენი ვრცელი ფოტოკოლექციები, ან მოძებნოთ რჩევა რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა უკვე რემონტის კეთების პროცესში ხართ, თუ უბრალოდ ფიქრობთ მასზე - Realilo მზადაა დაგეხმაროთ და ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული თქვენი ყველა სურვილი რეალობად აქციოს.

ინტერიერის დიზაინი

interieris-dizaini

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ და დაათვალიეროთ Realilo-ს ფოტოგალერეები ინსპირაციისა და ახალი იდეების მისაღებად, ან წაიკითხოთ სტატიები სხვადასხვა თემატიკაზე. აქ შეხვდებით ყველაფერს - ფოტოებიდან სიღრმისეულ გზამკვლევებამდე, რაც დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ინტერიერის დიზაინის რეალობაში განხორციელებაში.

იხილეთ ჩვენი სტატიები ინტერიერის დიზაინზე.

რემონტი

remonti

თუ რემონტთან დაკავშირებით ეძებთ ინფორმაციას, Realilo სწორედ თქვენთვისაა. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას რემონტის შესახებ და გირჩევთ, თუ როგორ აიცილოთ თავიდან სარემონტო სამუშაოების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები. ჩვენი კონტენტი გათვლილია როგორც ახალბედებზე, ასევე ამ სფეროში გამოცდილებზე, რომლებიც საკუთარი პროექტისათვის რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ეძებენ.        
იხილეთ ჩვენი სტატიები რემონტზე.

ჩვენ აგრეთვე გიამბობთ რემონტთან დაკავშირებულ ისტორიებს და გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, რომლებსაც სხვადასხვა პროექტების შესრულების დროს გადავაწყდით.    

იხილეთ ჩვენი სტატიები - „რემონტამდე/რემონტის შემდეგ“.

ავეჯი

aveji

გაინტერესებთ, თუ როგორ და სად აარჩიოთ ავეჯი ხელსაყრელ ფასად? ამაში Realilo დაგეხმარებათ. ჩვენ მოგცემთ უამრავ მაგალითსა და რჩევას, თუ როგორ უნდა აარჩიოთ ავეჯი ისე, რომ ერთდროულად ლამაზი, კომფორტული და თქვენი საცხოვრებლის შესაფერისი იყოს - იქნება ეს სამზარეულოს, საძინებლისა, თუ ნებისმიერი სხვა სივრცისათვის.  

იხილეთ ჩვენი სტატიები ავეჯის შესახებ.

გსურთ გაიგოთ მეტი? გამოიწერეთ Realilo თქვენს საყვარელ სოციალურ ქსელებზე (ფეისბუქი, პინტერესტი და ინსტაგრამი).