5 აბაზანა, რომელიც მდიდრულ სპაზე მეტად ლამაზია

. 1 min read

ხშირად აბაზანას სათანადო ყურადღება არ ექცევა ინტერიერის დიზაინის დროს, თუმცა, კარგად დაგეგმვის შემთხვევაში ის შესაძლებელია ულამაზეს სივრცედ გადაიქცეს. გთავაზობთ აბაზანის 5 ტიპს, სადაც შეგვიძლია ყოველი დღე დავუთმოთ სპას.  

რომანტიკული აბაზანა

romantikuli abazana

თუ რომანტიკული ხართ, მაშინ ნამდვილად გეყვარებათ აბაზანის მომაჯადოვებელი ატმოსფერო. პასტელის ტონებს და სიმეტრიულ წყობას სიმშვიდე შემოაქვს და ხაზს უსვამს შედევრს: თავად აბაზანას. ესაა ადგილი, სადაც შეიძლება საათები გაატაროთ წყალში, წიგნის კითხვაში, მაშინ როდესაც ლამაზი დილაა და თქვენს ფანჯარასთან ჩიტები მღერიან.  

ეკლექტური აბაზანა

eklekturi abazana

ექსცენტრულობისა და კლასიკურობის მიქსი - ამ აბაზანას ასეთი სტილი აქვს. ჭაღი, რომელიც თითქოს ხელოვნების მუზეუმიდანაა გამოტანილი, კარგად ეხამება იატაკის დეკორაციას. ნახატები კი თითქოს ბავშვის საძინებელს უფრო შეეფერება, ვიდრე აბაზანას. თითქოს რაღაც ჯადოქრობის წყალობით კი ეს ყველაფერი კარგად ჯდება ერთმანეთში და ამ უცნაურ აბაზანას განსაკუთრებულს ხდის.

სასახლის აბაზანა

sasaxlis abazana

ახლა კი ნამდვილად სამეფო ტახტზე გეგონებათ თავი. ეს აბაზანა არაბულ სასახლეს ჰგავს, მეტიც, ის მასზე უკეთესია. დადგით მასაჟის მაგიდა ტუალეტის მაგივრად, დაამატეთ სანთლები და თქვენ წინაშეა 5 ვარსკვლავიანი სპა! ასეთი აბაზანის გამო დილაზე წინასწარ იფიქრებთ. ყურადღება მიაქციეთ ლამაზ პროპორციებს ორივე კედელზე: სიმეტრიულის ნაცვლად გამოყენებული შეტრიალებული ორნამენტი ორიგინალურობის განცდას ქმნის.

ტროპიკული აბაზანა

tropikuli abazana

ეს აბაზანა შექმნილია იმისათვის, რომ თავი ეგზოტიკურ ადგილას იგრძნოთ. სიმარტივე მას კიდევ უფრო მდიდრულად წარმოაჩენს. ფანჯრები სტრატეგიულადაა განლაგებული, რათა სუფთა ჰაერი ისუნთქოთ და აბაზანაში კომფორტულად ყოფნის დროს ლამაზი ხედებით დატკბეთ. აქ ერთდროულად სახლშიც და ბუნებაშიც იმყოფებით!

მინიმალისტური აბაზანა

minimaluri abazana

კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ სიმარტივე არ გულისხმობს დაბალ ხარისხს. ეს მინიმალისტური აბაზანა საუკეთესოა განტვირთვისა და ბუნების სილამაზით ტკბობისათვის. აქ უსარგებლო და ზედმეტი ნივთი არ გვხვდება: დალაგებული სახლი - დალაგებული გონება.


აბაზანის დიზაინის მრავალი ტიპი არსებობს, და საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებას ენიჭება.
გსურთ თქვენს ინბოქსში მიიღოთ ინტერიერის დიზაინის სხვა აღმოჩენები? გამოიწერე ჩვენი სიახლეები აქ.