ცნობილი ადამიანების 3 სამზარეულოს დიზაინი და როგორ შევძლოთ მათი კოპირება

. 1 min read

ცნობილი ადამიანების ბრწყინვალე ინტერიერის მქონე დიდი სახლები ბევრი ჩვენგანის ოცნებაა. პოპულარული ადამიანების მსგავსად, თქვენც დიდი ყურადღებას უნდა მიაქციოთ თქვენს სამზარეულოს: ეს არის ოთახი, სადაც თქვენი დროის (გარდა ძილისა) უდიდეს ნაწილს გაატარებთ. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 3 ყველაზე ლამაზ სამზარეულოებს და თუ როგორ გადმოვიტანოთ ისინი ჩვენს ბინაში.

ტეილორ სვიფტის სამზარეულო

ტეილორ სვიფტის სამზარეულო თბილად და სტუმართმოყვარედ გამოიყურება. აქ გვხვდება დიდი და თავისუფალი სივრცე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის. ხის იატაკი და ჭერი სისადავის შეგრძნებას ქმნის, რასაც მოდური მარმარილოს ზედაპირი კარგად აბალანსებს. კედლის ფერები (და წითელი ხაზი, რომელსაც სურათზე შეამჩნევთ) კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის და არ აბნელებს ოთახს.

3 მარტივი ხერხი

  • დააგეთ ხის იატაკი და არ დამალოთ ჭერზე არსებული ხის ძელები.
  • განათებისათვის დაკიდეთ მინიმალისტური ჭაღები.
  • შეღებეთ ავეჯი თეთრად, ხოლო კედლები ყვითლად.

დამატებითი რჩევები

თუ გაქვთ საკმარისი ადგილი, გააკეთეთ სამზარეულო კუნძული მაღალი სკამებით. ის იქნება ლამაზი, და შესანიშნავი ადგილი თქვენს შვილებთან ერთად საჭმლის მომზადებისათვის.

  • ვერცხლისფერი ქურა ან მაცივარი კედლის ფერს შეეხამება და ყურადღებას მიიპყრობს.

ბიუჯეტური ვარიანტები

დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაში გთავაზობთ შედარებით იაფ გამოსავალს:

სელენა გომესის სამზარეულო

სელენა გომესის პატარა სტუდიის ეს სამზარეულო იდეალურ იტალიურ რესტორანს მოგვაგონებს. ქურასთან არსებული აგურის კედელი სამზარეულოს მომაჯადოვებელ ელფერს აძლევს - თითქოს მისგან უგემრიელესი პიცა უნდა გამოვიღოთ.

3 მარტივი ხერხი

  • ბუხართან და ქურასთან კედელი მოაპირკეთეთ აგურით.
  • კედლები და ბუფეტი შეღებეთ თეთრად. თუ აგურის კედელი მკვეთრად წითელია, დარჩენილი თეთრი საღებავით თხლად დაფარეთ იგი.  
  • გამოიყენეთ აგურის სტილის მეტლახი იატაკისათვის.

დამატებითი რჩევები

  • ამჩნევთ სურათზე სელენას ლამაზ ჭაღს? გამოიყენეთ ძველი ტაფები, შეღებეთ ისინი ბრინჯაოსფრად და ჩამოკიდეთ კედელზე ან ჭერზე. ამით თქვენს სამზარეულოს ლამაზ, რესტორნის შესაფერის ელფერს მისცემთ. ამასთან, დაიცავით ზომიერება და ეცადეთ არ გადატვირთოთ სივრცე.  
  • მორთეთ თქვენი სამზარეულო ყვავილებით! ყვავილები გაგახალისებთ თქვენ და მთლიანად თქვენს ოთახს.

ბიუჯეტური ვარიანტები

არ გაქვთ საკმარისი თანხა აგურის კედლისათვის? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ბეტონის კედელი და გააკრათ შპალერი აგურის იმიტაციით.

გორდონ რემზის სამზარეულო

და ბოლოს, გთავაზობთ რჩევებს, თუ რა და როგორ შეგიძლიათ გადმოიღოთ გორდონ რემზის სამზარეულოს ინტერიერიდან. თუკი არსებობს ვინმე, ვინც იცის როგორი უნდა იყოს სამზარეულო, ეს გორდონ რემზია. მისი სამზარეულო მარტივი, მაგრამ ლამაზი და ძალიან პრაქტიკულია. თქვენ შეამჩნევთ კვლავ მსგავს ბრინჯაოსფერ ტაფებს სამზარეულოს კუნძულის თავზე: ამ შემთხვევაშიც, ეს დეკორაცია სამზარეულოს რესტორნის ეფექტს აძლევს. მაგრამ, სელენა გომესის შემთხვევისაგან განსხვავებით, გორდონის სამზარეულო ვერცხლისფერ ტონშია გადაწყვეტილი და უფრო პროფესიონალურად გამოიყურება.

3 მარტივი ხერხი

  • დაკიდეთ ტაფები კედლებზე. ეს ხერხი ყოველთვის გაამართლებს.
  • შეიძინეთ ვერცხლისფერი კუნძული საკუთარი ღუმელითა და ქურით.
  • სამზარეულოს დანარჩენი სივრცე გადაწყვიტეთ მკრთალ და კრემისფერ ტონებში: ეცადეთ ბუფეტი და იატაკი ერთი ფერის იყოს.

ბიუჯეტური ვარიანტები

  • თუ სამზარეულოს კუნძულისათვის საკმარისი ადგილი არ გაქვთ, შეიძინეთ ჩვეულებრივი სამზარეულო, მთავარია იგივე ეფექტის მისაღებად იგი ვერცხლისფერი იყოს.
  • დაზოგეთ თანხა იატაკზე. იატაკი არ წარმოადგენს ამ დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მასზე ლამინატს დააგებთ თუ მეტლახს.

ეძებთ პრაქტიკულ რჩევებს ინტერიერის დიზაინისათვის? გამოიწერე ჩვენი ყოველკვირეული სიახლეები აქ. პირობას გაძლევთ, რომ მხოლოდ კარგ ინფორმაციას მოგაწვდით !