ინტერიერის დიზაინის 5 ოქროს წესი

. 1 min read

ყველას არ აქვს საკმარისი დრო და ფული საკუთარი ბინისათვის ინტერიერის დიზაინერის დასაქირავებლად. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბინა არ შეიძლება გამოიყურებოდეს ლამაზად. გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის 5 ოქროს წესს, რომლებიც თქვენს სახლს შედევრად აქცევენ.

1) კარგი დიზაინი ლამაზი და ფუნქციურია

რა თქმა უნდა, დიზაინი ლამაზი, და აგრეთვე პრაქტიკულიც უნდა იყოს. თქვენი ამოცანაა ამ ორ ასპექტს (სილამაზე და პრაქტიკულობა) შორის ბალანსის დაცვა, რათა მომავალში არ ინანოთ მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, როდესაც მაღაზიაში ლამაზი დივანი მოგეწონებათ, ყიდვამდე დაფიქრდით, არის თუ არა იგი საკმარისად კომფორტული? თუ ამ კითხვაზე დამაჯერებელი და დადებითი პასუხი არ გაქვთ უმჯობესია თავი დაანებოთ პროდუქტს.იგივე შეიძლება ითქვას ძალიან პრაქტიკულ საწერ მაგიდაზე, რომელიც საშინლად გამოიყურება - თქვენს ინტერესში არაა დიზაინში დახარჯული ენერგიის წყალში გადაყრა ერთი კონკრეტული ავეჯით, რომელიც მასში არ ჯდება. საკმაოდ რთულია იდეალური ვარიანტის მოძებნა, რომელიც თქვენს პრაქტიკულ და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს თანაბრად დააკმაყოფილებს. გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება, თუმცა, მოთმენა ყოველთვის გამართლებულია. ამას კი მეორე ოქროს წესთან მივყავართ.

2) არ იჩქაროთ

dro

სხვა გამოსავალი არ არსებობს: კარგი დიზაინის შერჩევას დრო სჭირდება. საჭიროა ყველაფრის ფრთხილად გათვლა და გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში არასასურველ შედეგებს მიიღებთ. „დაბალი ხარისხის ნივთებს ცარიელი სივრცის დატოვება სჯობს“ - ირის აპფელი, ინტერიერის დიზაინერიეს წესი ვრცელდება ინტერიერის დიზაინის შერჩევის პროცესზე.

  • თუ იცით რაც გჭირდება, მაგრამ საკმარისი ფული არ გაქვს, უმჯობესია ფასდაკლებას დაელოდოთ.
  • არ დაისახოთ არარეალური ვადები.
  • არასდროს შეიძინოთ პროდუქტი თუ 100%-ით არ ხართ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს ნივთი კარგად შეესაბამება დიზაინს.

3) იდეალური დიზაინს ყოველთვის აქვს ხარვეზი

ზედმეტი იდეალურობა არასასურველია. ფოტოები, რასაც ფეისბუქზე და პინტერესტზე ხედავთ ლამაზებია, მაგრამ არა - რეალობის გამომხატველი.  ისინი მხოლოდ და მხოლოდ შთაგონების წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ. თქვენი სახლი ან ბინა თავისი მცირე დეტალებით კი პირიქით - თქვენს პიროვნებას წარმოაჩენს. ეს გარემოება კი აუცილებლად გაითვალისწინეთ დიზაინის შერჩევისას.

4) ჰარმონია მნიშვნელოვანია

ეს რჩევა ტექნიკურია, მაგრამ მისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინის შემთხვევაში. თუ გსურთ თქვენი სახლი ლამაზი იყოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ სივრცის (ზომების) და ფერთა ჰარმონია.

ფერების ჰარმონია

interieris dizainis perebi

დაიწყეთ იმ ფერის არჩევით, რომელიც მოგწონთ (რაც ალბათ უკვე იცით). შემდეგ გამოიყენეთ ფერთა სპექტრი და შეადგინეთ ჰარმონიული ფერების ნაკრები. ეცადეთ მაქიმალურად ჩაჯდეთ ამ გეგმაში ინტერიერის დიზაინის შერჩევისას.

სივრცის ჰარმონია

fibonacci proporcia

ოთახების დიზაინის გადაწყვეტისას, გახსოვდეთ ოქროს პროპორცია 2:3, რასაც დიზაინერები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყენებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი ჰარმონიულ სივრცეს ჰქმნის ადამიანის თვალისათვის. მაგალითად, საძინებელში ამ პროპორციის დაცვა შესაძლებელია თუ ოთახის სივრცეს ორ ნაწილად გაყოფთ: ლოგინს დიდ ადგილს დაუთმობთ, ხოლო კარადასა და საწერ მაგიდას ნაკლებს.

5) ინტერიერის დიზაინი - ეს სიყვარულია

თქვენი საცხოვრებელი ადგილი თქვენი პიროვნული სარკე უნდა იყოს. ესაა ადგილი სადაც კარგად გრძნობთ თავს. რისთვის უნდა იყიდოთ ლამაზი და ძვირადღირებული ავეჯი, თუ გულის სიღრმეში ხვდებით, რომ ბოლომდე ვერ შეეგუებით? საუკეთესო ინტერიერის დიზაინი თქვენთვის ისაა რაც თქვენ მართლა გიყვართ.


წესები იმისთვისაა შექმნილი რათა დაირღვეს, ასე მოიქეცით თუკი ზემოთჩამოთვლილი რჩევები არ მოგეწონებათ!