რემონტზე ფულის დაზოგვის 6 გზა

. 1 min read

რემონტი საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. ამიტომ, ალბათ გსურთ ხარჯის მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა, ყველაფრის წინასწარ გამოთვლის შემთხვევაშიც კი, ხშირად, ხარჯები მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდება ხოლმე. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის კეთების დროს ფულის დაზოგვაში.

1) ხარჯთაღრიცხვა აწარმოეთ წინასწარ და შეადგინეთ ბიუჯეტი რემონტის გასაკეთებლად

არ იჩქაროთ რემონტის დაწყება და ჩამოწერეთ ყველაფერი წინასწარ რისი გაკეთებაც გსურთ. გაითვალისწინეთ მასალებისა და მუშახელის ფასი და შეადგინეთ ბიუჯეტი. ეს დაგეხმარებათ მიხვდეთ გაწვდებით თუ არა რემონტის ხარჯებს და აგრეთვე შეამჩნიოთ ზედმეტი ხარჯი უკვე სარემონტო სამუშაოების პროცესში.

2) დაელოდეთ ფასდაკლებას სარემონტო მასალების შეძენისას

როგორც წესი, არსებობს პერიოდები, როდესაც სარემონტო მასალების შეძენა უფრო მომგებიანია. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა დიდი ზომის ავეჯი და კარებები. გირჩევთ მოითმინოთ, გამოიკვლიოთ როდისაა საუკეთესო დრო მათ შესაძენად და არ გამოტოვოთ ხელსაყრელი შემოთავაზება.

3) მარტივი და მცირე სარემონტო სამუშაოები შეასრულეთ დამოუკიდებლად

kedlebis gatsmenda

რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად თქვენ ალბათ ვერ შეძლებთ ბინის მთლიანად გარემონტებას. თუმცა, არის ისეთი რაღაცებიც რისი შესრულებით საკმაო რაოდენობის თანხას დაზოგავთ. სარემონტო სამუშაოების ზოგიერთ ნაწილს განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ სჭირდება - მათი შესრულება, სურვილისამებრ, ყველას შეუძლია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება - კედლების გაწმენდა და იატაკის აყრა, აგრეთვე კედლების შეღებვაც.

4) გამოიყენეთ ძველი ავეჯი

ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი ხერხი ძველი, უკვე თქვენ ხელს არსებული მასალების გამოყენებაა. მაგალითად, თუ გსურთ თქვენს ბინის განახლება და თქვენი ავეჯის უმეტესობა გამოსადეგია, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ახლის ყიდვის ნაცვლად უბრალოდ შეღებოთ და გადააკეთოთ ისინი. ამით თქვენ საკმაო რაოდენობის თანხას დაზოგავთ.  

5) დაიცავით ბალანსი ძვირადღირებულ და იაფფასიან მასალებს შორის

მასალების გონივრულად არჩევა აუცილებელია თუ თანხის დაზოგვა გჭირდებათ. მარმარილოს იატაკი ლამაზია, თუმცა, იგი ბევრისათვის ძვირადღირებული სიამოვნებაა. რა თქმა უნდა ჩვენ არ გირჩევთ რემონტის მთლიანად შესრულებას იაფფასიანი მასალით. ძვირადღირებულ და იაფფასიან მასალებს შორის ბალანსის დაცვა ყოველთვის საუკეთესო სტრატეგიაა, სადაც უპირატესობას უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს მიანიჭებთ (მაგალითისათვის, სამზარეულოს ავეჯის შემთხვევაში - სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს, ვიდრე ტუმბოებს).  

6) გაყიდეთ ყველაფერი, რასაც აღარ გამოიყენებთ

ავეჯის გამოცვლა დააპირეთ? გადაყრის მაგივრად გაყიდეთ ძველი. მყიდველის მოძებნას ფეისბუქ ჯგუფების მეშვეობითა, ან უბრალოდ მეგობრებსა და მეზობლებში შეძლებთ. ამ თანხის გამოყენება კი უკვე ახალი ავეჯის შესაძენად გამოგადგებათ.