სამზარეულოს დიზაინი: 5 რჩევა მაცივრის შესარჩევად

. 1 min read

სამზარეულოს რემონტის დროს, როგორც წესი, საჭირო ხდება ძველი ინვენტარის გამოცვლა. მაცივარი სამზარეულოსათვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. თუმცა, მაცივრის მყიდველისათვის არჩევანი უზადოდ დიდია. როგორაა შესაძლებელი მიხვდეთ, თუ რომელი ვარიანტია თქვენთვის საუკეთესო ?

შეარჩიეთ ისეთი მაცივარი, რომელიც თქვენს სამზარეულოს ერგება

თუ თქვენი სამზარეულო დიდია, მაშინ ალბათ საკმარისი ადგილი გექნებათ ორკამერიანი გვერდითა კარის (side-by-side), ქვედა საყინულიანი, ან ფრანგული კარის მაცივრის დასადგამად.

  • ფრანგული კარის და ქვედა საყინულიანი ტიპის მაცივრებს საყინულე ქვემოთ აქვთ, ამიტომ მის გამოსაყენებლად დახრა დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, ასეთი მაცივრების ჩვეულებრივ განყოფილებაში, რომელიც მაღლაა, ყოველდღიური საჭმლის შენახვა და გამოღება გაცილებით მოსახერხებელია.
franguli kari macivari
ფრანგული კარი მაცივარი
qveda sayinuliani macivari
ქვედა საყინულიანი მაცივარი
  • ორკამერიანი, გვერდითა კარის (side-by-side) მაცივარი ორ ვერტიკალურ სექციად იყოფა: მაცივარი ერთ, ხოლო საყინულე მეორე მხარეს, რაც ძალიან მოხერხებულია. აგრეთვე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ისეთი მაცივრის არჩევა, რომელსაც კარზე წყლის ან ყინულის გამანაწილებელი დისპენსერი ექნება.
side-by-side macivari
გვერდითა კარის (side-by-side), ჩაშენებული მაცივარი

თუ თქვენი სამზარეულო პატარაა, მაშინ ან ზედასაყინულიანი, ან ჩაშენებული მაცივრის შეძენა მოგიწევთ.

  • ზედასაყინულიან მაცივარს ერთი კარი აქვს, რაც მას საკმაოდ მოსახერხებელს ხდის. იგი ეკონომიური არჩევანია, თუმცა, ნაკლებად ენერგოეფექტურია.
zedasayinuliani macivari
ზედასაყინულიანი მაცივარი
  • ჩაშენებული მაცივარი ძვირია, მაგრამ შესანიშნავად ჯდება სამზარეულოში და ნაკლებ ადგილს იკავებს. ასეთ მაცივრებს თანამედროვე სამზარეულოების დიზაინებში იყენებენ. აგრეთვე შეგიძლიათ მინი-მაცივრის შეძენაც, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოადგებათ თუ მარტო ცხოვრობთ - ასეთი მაცივარი მთელი ოჯახისათვის ზედმეტად პატარაა.

შეუხამეთ სტილი თქვენს სამზარეულოს დიზაინს

თქვენი ახალი მაცივრის სტილი სამზარეულოს სხვა ინვენტარისა და ზოგადად დიზაინის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.  

  • ჩაშენებული მაცივარი იდეალურია თანამედროვე სამზრეულოებისათვის
  • ძველებურ, რეტრო სტილის სამზარეულოს ყველაზე მეტად ზედასაყინულიანი ან ქვედასაყინულიანი მაცივრები უხდება
  • ფრანგული კარის მაცივარი თქვენს სამზარეულოს კლასიკური სამზარეულოსათვის დამახასიათებელ სითამამეს შესძენს
  • გვერდითა კარის (side-by-side) მაცივარი შესანიშნავად ჯდება დიდ, მდიდრულ სამზარეულოებში

სამზარეულოს ინვენტარი: ხარისხი მნიშვნელოვანია

იმედი ვიქონიოთ, რომ მაცივრის ან სამზარეულოს ინვენტარის გამოცვლა ყოველ წელს არ მოგიწევთ. ეს ძვირადღირებული ოპერაციაა, ამიტომ, აუცილებელია ისეთი მაცივარი შეარჩიოთ, რომელიც დიდხანს გაგიძლებთ.

  • ყიდვისას კარგად შეამოწმეთ მაცივარი და დააკვირდით, აქვს თუ არა რაიმე ხარვეზი. იმ შემთხვევაში თუ ლაქა ან ნაკაწრი აღმოაჩინეთ სხვა პროდუქტი მოძებნეთ, ან ფასდაკლება მოითხოვეთ.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ თუ მეორადი მაცივრის შეძენა გადაწყვიტეთ, რადგან ასეთ მაცივარს შეიძლება რაიმე სერიოზული ხარვეზი ჰქონდეს. ჰკითხეთ გამყიდველს, თუ რა მიზეზით ყიდის პროდუქტს.

მაცივრის ენერგომოხმარება: ხარჯების შემცირება

ამ ასპექტს ბევრი მომხმარებელი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ არაენერგოეფექტური მაცივრის იაფად შეძენა  არც თუ ისე რაციონალურია, თუ იგი დენის გადასახადს გაგიორმაგებთ მომავალი 20 წლის განმავლობაში. კარგ მაცივარში თავიდან გადახდილი ფული ბევრად უკეთესი ინვესტიციაა, თუ ის სამომავლოდ არასასურველ და ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ.

  • ეძებეთ მაცივრები “Energy Star”-ის ლოგოთი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მოდელი ენერგოეფექტურობის მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
energy star logo

სამზარეულოს ინვენტარის ღირებულება: იპოვეთ მაცივარი თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად

ბუნებრივია, მაცივრის ყიდვისას აუცილებელია თქვენი ბიუჯეტი გაითვალისწინოთ. შეძენამდე ყოველთვის კარგად გაარკვიეთ სამზარეულოს ინვენტარის ფასები და დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა მათი ყიდვა.