სამზარეულოს საუკეთესო დიზაინები პატარა ბინისათვის

. 1 min read

ადამიანთა უმრავლესობას ერთხელ მაინც ცხოვრებაში უჩნდება სურვილი განაახლოს მათი სამზარეულო. ზოგჯერ სამზარეულო ძალიან ძველია და საჭიროებს მთლიანად გამოცვლას, ზოგჯერ კი მხოლოდ მცირედი განახლებაც საკმარისია. ორივე შემთხვევაში სამზარეულოს დიზაინი ფრთხილად უნდა აარჩიოთ, რადგან ის წლების განმავლობაში თქვენი საცხოვრებლის ნაწილი იქნება. პატარა ზომის სამზარეულოს შემთხვევაში კი არ არის ადვილი ისეთი დიზაინის შერჩევა, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და გამოსადეგიც. როგორია საუკეთესო სამზარეულოს დიზაინები პატარა ბინისათვის?

სამზარეულოს დიზაინი ბარით

samzareulo barit

ბარის გაკეთება კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც სამზარეულოში დიდი ზომის მაგიდის ადგილი არ გაქვთ. ამ შემთხვევაში, ბარის ვიზუალურად ლამაზი დიზაინის მეშვეობით საკმაო ადგილსაც დაზოგავთ. ასევე, ბარის ზედაპირის გამოყენება საჭმლის მოსამზადებლად და სასადილოდაც შეგიძლიათ, თუ თქვენი სამზარეულო ძალიან პატარაა. ბართან მაღალი სკამების დადგმაც გონივრული გადაწყვეტილებაა. ამით თქვენი სამზარეულო ლამაზიც იქნება და ადგილსაც დაზოგავთ.

სამზარეულოს დეკორირება მცენარეებით

patara samzareulos dizaini

მწვანე მცენარეები სივრცეს თქვენს სამზარეულოში უფრო სასიამოვნო და ნათელ ელფერს მისცემს. ამ შემთხვევაში, ყურადღების ცენტრში თქვენი მცენარეები მოექცევა, და არა სამზარეულოს ზომა!გასათვალისწინებელია, რომ ყველა მცენარეს სხვადასხვა სახის და ინტენსივობის მოვლა სჭირდება. თუ დატვირთული ხართ და ფიქრობთ, რომ მათი მორწყვა დაგავიწყდებათ, ლამაზი და სუსტი ყვავილების ნაცვლად უმჯობესია გამძლე მცენარეები შეარჩიოთ.  

გამოიყენეთ განათება ისე, როგორც ამას ნამდვილი ინტერიერის დიზაინერები აკეთებენ

samzareulo

ყველა კარგი ინტერიერის დიზაინერი თითო ოთახში მინიმუმ ერთ განსაკუთრებულ ნივთს ათავსებს. ხომ არ სჯობს სამზარეულოსთვის დიდი და ლამაზი ჭაღის შეძენა? ამით სტუმრების ყურადღებას თქვენი სამზარეულოს ზომებიდან ეფექტურ განათებაზე გადაიტანდით!

ყველაფერი თეთრ ფერში

tetri samzareulo

საუკეთესო რჩევა მცირე ზომის ოთახის დიზაინისათვის მისი ნათელ ფერებში გადაწყვეტაა. ვფიქრობთ, რომ ეს არც თუ ისე რთული შესასრულებელია: შეღებეთ კედლები და ავეჯი თეთრად, და შემდეგ გააწყვეთ სამზარეულო მათგან განსხვავებული ფერის ჭურჭლით, ან სხვა საჭირო ნივთებით. ამ მარტივი ხერხით შეძლებთ სამზარეულოს დიდად და ფართოდ გამოჩენას მაშინაც კი, როცა ის პატარაა.

ჩამოკიდეთ თაროები სამზარეულოს კედლებზე

taroebi samzareulos kedelze

ოთახის დიდი ზომის ავეჯითა და ტუმბოებით გავსების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს თაროები ნაკლებად მძიმე ნივთებისათვის. ასე ოთახში ვიზუალურად სივრცესაც გაათავისუფლებთ და თანხასაც დაზოგავთ. აარჩიეთ ლამაზი, შედარებით თამამი სტილის ხის, ან ნათელი და სუფთა შესახედაობის თაროები, რომელიც სამზარეულოს დიზაინში უზადოდ ჩაჯდება.

გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულოს დიზაინი ხალიჩით

xaricha samzareulos

გსურთ თქვენს სამზარეულოს ფერები შემატოთ, მაგრამ არ გინდათ ამისათის სრულიად უსარგებლო ნივთების გამოყენება? ასეთ შემთხვევებში ხალიჩა სწორედ ისაა რაც გჭირდებათ. შეარჩიეთ მისი დიზაინი სამზარეულოსა და თქვენი გემოვნების შესაბამისად და იგი არ დაიკავებს დიდ ადგილს უკვე გადატვირთულ ოთახში. გინდათ მიიღოთ სხვა სასარგებლო რჩევები ინტერიერის დიზაინის შესახებ? გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები აქ.